მილიარდერები უმაღლესი განათლების გარეშე

არის თუ არა უმაღლესი განათლება წარმატების საწინდარი? პირდაპირი კავშირი ფინანსურ კეთილდღეობასა და განათლების ხარისხს შორის რომ არ არსებობს, ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს. გავიხსენოთ ბიზნესმენები, რომლებისთვისაც უმაღლესი განათლების არქონას მილიარდების დაგროვებაში ხელი არ შეუშლია

მარკ ცუკერბერგი

მარკი ბავშვობიდანვე პროგრამირებით იყო გატაცებული და საკმაოდ წარმატებულადაც. ჯერ კიდევ უფროს კლასებში სწავლისას ისეთი კომპიუტერული გინატები სთავაზობდნენ საკუთარ კომპანიებში მუშაობის დაწყებას, როგორებიცაა AOL და Microsoft, თანაც საკმაოდ კარგი პირობებით. მაგრამ ცუკერბერგმა გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა და ჰარვარდში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა 2 წლის შემდეგ სოციალური ქსელი Facebook შექმნა და სწავლა მიატოვა. ამას მისი წარმატებული კარიერისთვის ხელი არ შეუშლია 2010 წელს ჟურნალმა Times–მა ის წლის ადამიანად დაასახელა.


სტივ ჯობსი


კომპიუტერული ინდუსტრიის კიდევ ერთი გენიოსი, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქოშნია სტივ ჯობსია. Apple–ს მომავალმა დამფუძნებულმა პორტლენდის რიდ კოლეჯში ჩააბარა, რომელიც 1972 წელს ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული უმაღლესი სასწავლებელი იყო, თუმცა ლექციებზე დასწრების ნაცვლად დროის დიდ ნაწილს აღმოსავლურ სულიერ პრაქტიკებს უთმობდა და საკუთარ კომპიუტერულ კომპანიაზე ოცნებობდა, რაც 4 წლის შემდეგ რეალობად აქცია.


რომან აბრამოვიჩი

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი ცოტა ხანს უხტის ინდუსტრიალური ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა სწავლს პირდაპირ ფულის კეთება ამჯობინა. სწავლა მიატოვა და მთლიანად ბიზნესის კეთებაზე გადაერთო.

ბილ გეითსი

კომპანია Microsoft –ის დამფუძნებელი წლების მანძილზე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. არადა 1975 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან ცუდი სწავლის გამო გარიცხეს. ბილის შემთხვევაში ამან მხოლოდ დადებითი როლი შეასრულა: ბოლოს და ბოლოს შეძლო მთელი დრო და ენერგია საყვარელი საქმიანობისთვის – პროგრამირებსთვის დაეთმო და შედეგად მრავალმილიარდიანი ქონებაც დააგროვა.


ჰენრი ფორდი

თავისი პირველი კომპანია ჰენრი ფორდმა 36 წლის ასაკში დააფუძნა. არ იფიქროთ, რომ მანამდე ბეჯითად სწავლობდა მეწარმეობის საფუძვლებს. ჰენრიმ სოფლის სკოლა დაამთავრა და 16 წლიდან ჩვეულებრივ ქარხანაში მექანიკოსად მუშაობდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე არც უფიქრია.


ინგვარ კამპრადი



შესაძლოა ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მის კომპანია IKEA –ს წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება. მომავალმა მილიარდერმა სამეწარმეო საქმიანობას ჯერ კიდევ სკოლაში მიჰყო ხელი, როცა თანაკლასელებზე ფანქრების, რვეულების და სხვა საკანცელარიო ნივთების გაყიდვა დაიწყო. ზრდასრულ ასაკში კი იაფფასიანი ავეჯის გაყიდვაზე გადაერთო. შემდეგ საკუთარი საწარმო გახსნა. ამ ისტორიის დასასრული კი ყველამ კარგად იცის.