„თუ არ გაჩუმდებიან, მოპასუხის როლიდან ბრალმდებლის როლში გადავალ და ეს ძალიან მძიმე იქნება მათთვის“ – ბესელია ყოფილ თანაპარტიელებს ემუქრება.
.
ქართული ოცნებიდან“ სკანადალურად წასული ეკა ბესელია, ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილის მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარ გუნდში „პატარა, სუსტ კაცებს“ მიხედოს. დეპუტატის განცხადებით, სახიფათოა იმ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში ყოფნა, რომელიც ვერც ფერებს და ვერც ადრესატს არჩევს.
„ესენი იმდენჯერ არიან უკვე პოლიტიკურად ნაცემები, აღარ ვაპირებ ამის გაგრძელებას. პატრონმა მიხედოს“ – აცხადებს ბესელია.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას, ბესელია შსს-ს და პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს და ამ კადრების გავრცელების დამკვეთის და ორგანიზატორის გამოვლენას ითხოვს. „ჩემი თვითმიზანი არ არის პატარა გოგო-ბიჭების ტერორი და ციხეში ჩასმა, ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს, თუ ერთი თვის ვადაში ამაზე პასუხს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობა გადავა მთლიანად ხელისუფლებაზე“- აცხადებს ეკა ბესელია.














