მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. ქართველი მეზღვაურის ოჯახის ეჭვები

ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რის გამოც რაზმაძე მოკლეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.

23 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც თურქულ გემზე მსახურობდა ლიბიის ერთ–ერთ პორტში ნაოსნობისას გაუჩინარდა. მას ორ კვირის მანძილზე ეძებდნენ და ბოლოს პორტის ტერიტორიაზევე გარდაცვლილი იპოვნეს.

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე დაღუპულ ძმას გლოვობს.