საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბიზნესს მფარველობენ- ბიზნესის მფარველობა და თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება – „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.
კითხვაზე, “თქვენი აზრით, არსებობენ თუ არა მაღალ თანამდებობაზე ისეთი პირები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს?” გამოკითხულ პირთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
დიახ – 59%;
არა – 14%;
არ ვიცი- 28%.
გამოკითხულთა 69 % ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ.