მსხვილი ნარკორეალიზატორები დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები მასშტაბურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ. შედეგად, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია მსხვილი ნარკორეალიზატორები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის, დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დაკავებულია 9 პირი. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

{{VIDEO}}