მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. უახლესი ინფორმაციით, ვირუსით 20 494 ადამიანი დაიღუპა.

ინფირებულთა რიცხვი 452 ათასზე მეტია, გამოჯანმრთელებული კი 113 ათასი.

ამ დროისთვის COVID 19 მსოფლიოს 172 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში ვირუსით 75 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.