საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება, ხოლო გერმანიაში – 19-21 თებერვალს. მთავრობამ უკვე მისცა თანხმობა პრეზიდენტს, ეწვიოს აღნიშნულ ქვეყნებს სამუშო ვიზიტით.
პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი წინადადებით 4 თებერვალს მიმართა – ამ პროცედურას კონსტიტუცია ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან კი, რომელიც ასევე 4 თებერვლით თარიღდება, მთავრობა პრეზიდენტს აძლევს თანხმობას, ევროკავშირსა და NATO-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, პარიზსა და ბერლინში სამუშაო ვიზიტები გამართოს.
საქართველოს პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, იანვრის ბოლოს იყო.