“ნაციონალური მოძრაობა” ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა” აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, მათი განმარტებით, პოლიტიკური დევნაა ასახული. ანუ, როგორ მოითხოვს გურჯაანის მერი თანამშრომლისგან ოპოზიციასთან კავშირის გამო სამსახური დატოვოს. გიორგი ბოტკოველის თქმით, არჩილ ხანდამაშვილმა იზოლდა ხარაზიშვილი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ის ქუჩაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს მიესალმა. თავად ხარაზიშვბილი ამბობს, რომ გურჯაანის მერთან ურთიერთობა მას შემდეგ გაურთულდა, რაც ერთ-ერთ სატელევიზიო ქუჩის გამოკითხვაში მოხვდა და კითხვაზე – ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, თქვა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.