NDI-ის ბოლო კვლევის მთავარი შედეგები– რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლადარჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.

ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებასაჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია  უცვლელი დარჩა.

 

“უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან

მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” – განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ

საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სად გაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი). მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა.

თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს.

“როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო დასაზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო. მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ,” – განაცხადა ალან გილამმა.

 

მოსახლეობა პრობლემების გადაჭრას ახლადარჩეული ლიდერებისგან მოელის. უახლესი გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შეფასება გაუმჯობესდა: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა კარგად (15 პროცენტი) ან საშუალოდ (36 პროცენტი) შეაფასა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ეჭვი ეპარებათ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს (41 პროცენტი არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს), ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს (მოსახლეობის მეოთხედი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი მოქალაქეებს, ხოლო მესამედის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქტიურად ჩართავს მათ საქმიანობაში) და ეთიკურად მოიქცევა (მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხება ამ მოსაზრებას). უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო. ასე ფიქრობენ მოქალაქეები პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

“ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება,” – განაცხადა ალან გილამმა.

კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

“სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს ჩემი მოთხოვნაა” – ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც სანაია აცხადებს, სამივე ბრალდებული, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში...

მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე – კრის სოჩა

"აშშ-მ, შესაძლოა, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს"- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა...

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს დუმილს ხშირად მიმართოს

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ დუმილს ხშირად...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს. "მეგობრებო,...

მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. "მინდა მივმართო ნიკანორ...

ზუგდიდში პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ ბრალდებული უგონოდ ნახეს – ის გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის...

საშველად შემოთვლას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო, მოგენატრებათ გუნდაობა – სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ. "საშველად...

ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო