გახსნა თუ არა რუსეთმა ხელშეუხებელი მარაგი–New York Times–ის ვერსიები, თუ როგორ შეძლო რუსეთმა ამდენი რაკეტის გაშვება

რუსეთის 15 ნოემბერს უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო დარტყმამ კვლავ გააჩინა რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის საკითხი, წერს New York Times. იმ დღეს 96 რაკეტა იქნა გასროლილი – ეს იყო ბოლო დროის ყველაზე მასიური დარტყმა.

იმავდროულად, მანამდეც ბევრს საუბრობდნენ უკრაინაში და დასავლეთში, რომ ასეთი იარაღის მარაგი რუსეთში ამოიწურა და ეს გამოიწვევს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შემცირებას.

ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, The New York Times აქვეყნებს ოთხ ვერსიას, თუ როგორ შეძლო რუსეთმა ასეთი მასიური დარტყმის მიყენება ომის დაწყებიდან რვა თვეზე მეტის გასვლის შემდეგ.

  1. რუსეთი რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან ყიდულობს. დასავლური დაზვერვა ირწმუნება, რომ რუსეთმა მიმართა ჩრდილოეთ საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნით. თეირანი მოსკოვს უკვე აწვდის შაჰედ-136 თვითმფრინავებს, რომლებსაც ის ფრთოსან რაკეტებად იყენებს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანი ასევე მიაწვდის რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს. ჩრდილოეთ კორეაც და ირანიც უარყოფენ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვას.
  2. რუსეთს თავად შეუძლია შეავსოს თავისი არსენალი. Jane’s Defence-ის ანალიზის თანახმად, რუსეთს შეეძლო წინასწარ დაეგროვებინა მიკროჩიპები და სხვა კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ზუსტი მართვადი იარაღის წარმოებისთვის. შესაძლოა, ეს მარაგი რამდენიმე წელია გროვდება. გარდა ამისა, რაკეტების წარმოება შესაძლოა ომამდეც დაჩქარებულიყო და ახლა, ჯეინსის თანახმად, ბევრი რუსული ქარხანა მუშაობს სამ ცვლაში და კვირაში შვიდი დღე.
  3. რუსეთი უფრო მეტად ჰაერსაწინააღმდეგო  რაკეტებს იყენებს და ფრთოსან რაკეტებს ზოგავს. რუსული ჯარები უკვე იყენებენ S-300 საჰაერო თავდაცვის რაკეტებს სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ. ამან დასავლელ ექსპერტებში გააჩინა  ვარაუდი, რომ სახმელეთო თავდასხმისთვის განკუთვნილი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების მარაგი შემცირდა.
  4. რუსეთს თავდაპირველად ჰქონდა რაკეტების დიდი მარაგი ნატოსთან ომის შემთხვევისთვის. დასავლეთში რუსული სარაკეტო არსენალის ზუსტი მოცულობა ალბათ ბევრმა , ან შესაძლოა არც არავინ იცის. მაგრამ დასავლეთში თვლიან, რომ მოსკოვს სერიოზულად ეშინია, რომ ნატოსთან ომი შეიძლება დაიწყოს და ამ შემთხვევისთვის რაკეტების გარკვეულ საგანგებო მარაგს ინახავს. გამოიყენეს თუ არა სწორედ ეს მარაგი  15 ნოემბრის შეტევის დროს, ზუსტად უცნობია, თუმცა ამას არაერთი ექსპერტი ვარაუდობს.