{{ARTICLEIMAGE}}
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნია,რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობდა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უფრო “გაათავხედა ხელისუფლება და მეტი მოტივაცია მისცა ივანიშვილს, დახარჯა 100 მილიონი, ბიუჯეტიდან დაიბრუნებს 150-ს და ასე გაასწორებს მიწასთან საქართველოს სახელმწიფოებრიობას – ეს პროცესი უკვე დაწყებულია”. ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად, მაქსიმალურად, 100 პროცენტით აკონტროლოს სასამართლო და ხელში ჩაიგდოს ყველა შტო. პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების თავხედობაა, რომ არანაირ ანგარიშს უწევს საზოგადოების, თავისივე უმრავლესობის და იუსტიციის საბჭოს აზრს.
“ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფერი ეპატიება – თავისივე წევრებს ეუბნება, ვინც შენ გაგასამართლა უსმართლოდ, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, იმ ადამიანს ხმა უნდა მისცე, რადგან ასე მინდა, ბევრი ფული მაქვს და შემიძლია, ყველა და ყველაფერი ვიყიდო – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ლოგიკა. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად მართულია ივანიშვილის მხრიდან”,აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე შეფასებით, “ქვეყანა, სადაც “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობისგან” იცავს მურუსიძეს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”.
“კურიოზებია – ეს რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს, შორიდან ვუყურებდი და გავერთობოდი როგორც თოქ-შოუს და გასართობი პროგრამების ყურების დროს, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა?! სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ, თავისმომჭრელ მდგომარეობაში. ძალიან დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა – მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მობრუნების შიში ჰქონდათ, მაგრამ ცოტა ანალიზი ხომ უნდა გაგეკეთებინათ ადამიანებო და გეფიქრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სწორედ ამაზე თამაშობს. ბოლოსდაბოლოს, საერთოდ არ უნდა მისულიყავით არჩევნებზე მეორე ტურში და ჩაშლილიყო, თუ ისე უნდა ჩატარებულიყო როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, რადგან ბევრი ფული დახარჯა”,განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველის” ეთერში.