პაატა იმნაძე: ქვეყანაში გრიპის ვაქცინის ყველანაირი მარაგი ამოიწურა (ექსკლუზივი)

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თბილისში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ იმნაძემ newsreport.ge-ს განუცხადა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმუნიზაციის ცენტრში დეფიციტი შეიქმნა და სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პაატა იმნაძეს. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში მარაგი ამოწურულია და მისი შევსება სავარაუდოდ, 25 იანვრისთვის მოხდება.