პანკისში დაშავებული 16 პირი საავადმყოფოში იმყოფება

პანკისის ინციდენტის შედეგად დაშავებული 16 პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  რჩება.

ექიმების ინფორმაციით, მათი უმეტესობა პოლიციელია.  მათ დაზიანებები თავის არეში მიიღეს.

ამ ეტაპზე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება  40-ზე მეტ დაშავებულს დასჭირდა.