მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი – შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა

აღიარებს თუ არა საქართველო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას-მსოფლიო საპატრიარქო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და ილია მეორემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში გაიმართა. როგორც მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა.