Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ მაღალეფექტიანია

Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ მაღალეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ THE GUARDIAN ავრცელებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა – ინგლისის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ორივე, სრული დოზის მიღების შემდეგ, ინდური შტამისგან გამოწვეული სიმტომატური დაავადების მიმართ თანაბრად ეფექტურია.

Pfizer-მა ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ინდურ ვარიანტთან, 66%-იანი ეფექტი აჩვენა, ბრიტანულთან კი – 93%-იანი.რაც შეეხება AstraZeneca-ს, ორივე დოზის მიღების შემდეგ ის ინდური ვარიანტის მიმართ, 60%-ით ეფექტურია, ბრიტანულის მიმართ კი – 66%-ით.მეცნიერები აცხადებენ, რომ „ვაქცინის ორივე დოზის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ასევე, დადგინდა, რომ, პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ აღნიშნული ვაქცინები ინდური შტამის მიმართ, 33%-ით ეფექტურია, ბრიტანულის შემთხვევაში კი 50%-ით.

“ეს კვლევები ამტკიცებს, რომ ამ ორი ვაქცინიდან ნებისმიერის ორი დოზის მიღება იცავს ინდური შტამის სიმპტომური დაავადებისგან და ვაქცინები კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობასთან მიმართებაში”. – განაცხადა,ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის ხელმძღვანელმა.