Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა – გიორგი გახარია

“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა “- ამის შესახებ ინფორმაციას, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მხარდაჭერისთვის.

“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა!

მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.”- წერს გიორგი გახარია.