პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 2 პირი. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევია და ის სამართალდამცავებმა მარნეულში აიყვანეს. მეორე ბრალდებული კი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. ის რუსთავში დააკავეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ამოღებულიაცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.