პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბავშვის ნათლიები შეარჩიეს

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ უკვე გადაწყვიტეს, ვინ გახდება მათი შვილის ნათლია, რომელიც აპრილში უნდა დაიბადოს. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია. სასექსის ჰერცოგის შვილის დაბადებას ბრიტანეთში მოუთმენლად ელიან. ასევე მოუთმენლად ელოდნენ, ვის აირჩევდა წყვილი ბავშვის ნათლიად. ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ნათლიები ჯორჯ და ამალი კლუნები ყოფილიყვნენ, რომლებთანაც პრინცი ჰარი და მეგანი მეგობრობენ. ასახელებდნენ სერენა უილიამსსაც, რომელსაც ბოლო დროს მეგან მარკლი ძალიან დაუახლოვდა. თუმცა მეგანმა და ჰარიმ არჩევანი ძველ მეგობრებზე შეაჩერეს, რომლებთან ურთიერთობებიც წლებმა გამოსცადა.

ბავშვის ერთ–ერთი ნათლია დიზაინერი და სტლისტი ჯესიკა მალრუნი იქნება. ჯესიკას და მეგანს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მათ ერთმანეთი კანადაში გაიცნეს, სადაც მეგანი სერიალ “ფორს–მაჟორებში“ თამაშობდა. მათ ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად იოგით გატაცება. ერთად წლების მანძილზე ბევრ დროს ატარებდნენ.

გათხოვებამდე მეგანი ხშირად მოგზაურობდა ჯესთან, მის ქმართან–ბენ მალრუნისთან, რომელიც კანადის ყოფლი პრემიერ–მინისტრის შვილია და მათ სამ შვილთან ერთად. ჯეისიკას და ბენის სახლი მეგანის და ჰარის საიდუმლო თავშესაფარიც იყო მათი რომანის დასაწყისში, როცა პრინცი შეყვარებულთან ტორონტოში ჩადიოდა. პაპარაცების გამო წყვილი საჯაროდ ვერ ჩნდებოდა და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ მალრუნების სახლში.მეგანი ჯესიკას საუკეთესო მეგობრად თვლის. სწორედ ჯესიკა ეხმარებოდა როგორც ქორწილის ორგანიზებაში, ასევე ცოტა ხნის წინ ნიუ–იორკში baby shower –ის

ბავშვის კიდევ ერთი ნათლია ოჯახის ახლო მეგობარი ნიკოლას ვან კუცემი გახდება. ის პრინცი უილიამის დიდი ხნის მეგობარია, ბოლო წლებში კი გარისთანაც დამეგობრდა. ნიკოლასი გასულ წელს უილიამის და ქეით მიდლტონის მესამე შვილის, პრინც ლუის ნათლიაც გახდა.პრინც ჰარის ძალიან უყვარს ვან კუცემი და მისი ცოლი ალისა და მათ მეგობრებზე უფრო მეტად თვლის.

არ არის გამორიცხული ნათლიების სია კიდევ გაიზარდოს. ბრიტანული ტრადიციებით ბავშვს შესაძლებელია ორზე მეტი ნათლია ყავდეს.