“Public work, შრომა, შრომა” – ღარიბაშვილი ლუდომანიის დაძლევის გზებზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ლუდომანიისა და ნარკომომხმარებლობის დაძლევის გზა შრომაა.

კითხვაზე, ერთია ამ სფეროების რეგულირება, თუმცა “ხომ ვერ გავაუქმებთ ლუდომანებისა და ნარკომოხმარებლების მისწრაფებას”, პრემიერი ასე პასუხობს:

“Public work, შრომა, შრომა, შრომა, უნდა დავაწყებინოთ მუშაობა ამ ადამიანებს და მათი რეალური უნარები, რესურსი უნდა მივმართოთ განვითარებისკენ, აღმშენებლობისკენ და არა რაღაც გაუგებარ არაპროდუქტიულ საქმიანობაში”,– ამბობს ის პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, მთავრობა აპირებს ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდას, შემდეგ კი მის აკრძალვას.