„თიბისი ბანკის“ შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო წესით დაკითხვის შემდეგ, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. პროკურორის მტკიცებით, ქადაგიძემ გამოძიებას ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. „მასთან კითხვები იყო როგორც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, ასევე შემოწმების შედეგთანაც. ქადაგიძემ ყველაფერზე განაცხადა, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის საგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.