ვის უსმენს ბიძინა ივანიშვილი და ვინ არის მისთვის ავტორიტეტი გუნდში – ამ თემაზე საუბარი “ქართული ოცნებიდან” წამოსულ გედევან ფოფხაძეს არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა “ივანიშვილის ისეთი ხასიათი აქვს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს შენი პოზიცია, თუ მას ეს იმ მომენტში აწყობს”. მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლიტიკოსი “ქართულ ოცნებაში” ნაიონალიზაციის პროცესზე მიუთითებს.
“ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან, ყველა გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი და ეს რა თქმა უნდა, ვიღაცას კომფორტს უქმნის – თუ მე მაქვს უმრავლესობა და გეკამათები რაღაც თემაზე – ბოლო მომენტში გეტყვით, რომ აი, მე უმრავლესობა მყავს, ხელს ამიწევენ და ეს არის გადაწყვეტილება – ისინი ყველაფერზე ხელს აწერენ – ეს არის მორჩილი და ნაკლებადაგრესიული უმრავლესობა, რომელიც “ქართული ოცნების” შიგნით ჩამოყალიბდა და რომელიც თავისი პოზიციით ხელს უწყობს “ქართული ოცნების” შიგნით “ნაციონალიზაციას” – იქ მიდის როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე ღირებულებების დონეზე “ნაციონალიზაცია” – იმ ადამიანების შემოყვანა “ქართულ ოცნებაში”, რომლებიც თავისი ღირებულებებით აბსოლუტურად “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი არიან. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვღებულობთ ლოიალობას “ქართული ოცნების” მხრიდან ზონდერმოსამართლეების, ნაციონალი ჩინოვნიკების მიმართ, პროკურატურაში და საგამოძიებო სტრუქტურებში მთლიანად ყოფილ ნაციონალი ძალოვნების მიმართ, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” შორდება თვის პრინციპებს და ღირებულებებს და უახლოვდება “ნაციონალურ მოძრაობას”, თქვა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” საბოლოოდ წასვლას მიუძღვნა.