საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, შსს-ს თანამშომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით საკუთარ სახლში, მარნეულში დააკავეს. უწყების თანახმად, სამართალდამცავებმა ის 5 მარტს დააკავეს. ბრალდებულს მარნეულის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 22 აპრილამდე შეუფარდა.
გამოცემა “რეკორდერი” იუწყება, რომ ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. მისი დაპატიმრება კი, “რეკორდერის” თანახმად, კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის ცოლმა პოლიციას წარუდგინა. ადვოკატის განმარტებით, თორნიკე ნაგლიაშვილი ბრალს არ აღიარებს და მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრია, რომელიც სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ევროპის თასის მფლობელია
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.