{{ARTICLEIMAGE}}ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Right Watch 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ტრადიციულა მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. სხვადასხვა პრობლემებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი მედიის მდგომარეობას ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია:
“2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რის შედეგადაც საზოგადოებრივ მოუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამიდან შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის უფლება. ამ ცვლილებას აკრიტიკებენენ კერძო ტელეარხები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან შიშობდნენ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შესვლა ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარზე საფრთხეს შეუქმნის მომცრო, რეგიონალური მაუწყებლების არსებობას და ძირს გამოუთხრის მედიაპლურალიზმს. ამავე არგუმენტებით პრეზიდენტმა კანონს იანვარში ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა ვეტო დაძლია.
საქართველოს ყველაზე ყურებადი ტელემაუწყებლის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა კვლავ გრძელდება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. არხის ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ ის აიძულეს ტელევიზია საბაზრო ფასზე იაფად გაეყიდა და ახლა საკუთარი უფლებების აღსადგენად იბრძვის. თუმცა რუსთავი2–ის ამჟამინდელი მფლობელი სასამართლო საქმეს ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს, რომლის მიზანი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის ხელში ჩაგდებაა. ამ საქმემ გააჩინა ეჭვები მედიაში ხელისუფლების ჩარევის შესახებ.
ოქტომბერში ტვ იბერიამ მაუწყებლობა შეაჩერა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვას მათი დამფუძნებლისთვის ფინანსური პრობლემების შექმნით ცდილობდა. არხის მფლობელები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს არხზე უარი ეთქვათ მათი საგადასახადო დავალიანების პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.
ოქტომბერში რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა მკაცრად გააკრიტიკა სამოქალაქო სექტორის წევრები მას შემდეგ, რაც 13-მა წამყვანმა ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი კრიტიკული განცხადება მაღალი დონის კორუფციის შესახებ.“