როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

 

 

ზამთრის საზონზე სახის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება და პრობლემებიც იმატებს. რატომ ხდება ასე და როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

{{ARTICLEIMAGE}}

1. კოსმეტიკა ექსტრიმისთვის

როცა გამთბარი შენობიდან სიცივეში გავდივართ, შემდეგ კი უკან ვბრუნდებით და ამას დღეში რამდენჯერმე ვაკეთებთ, კანი  სერიოზულ სტრესს განციდის. ტემპერატურის ცვალებადობასთან ადაპტაციისთვის ის შინაგან რესურსებს ხარჯავს. ამას დაუმატეთ სხვა ტიპის სტრესები და მიხვდებით, რომ კანის უჯრედები უდიდესი დატვირთვით მუშაობს. ამიტომაც პირველი რჩევაა: ზამთარში ინტენსიურად დამატენიანებელი საშუალებები, ანტისტრესული კოსმეტიკა და პეპტიდები გამოიყენეთ.

2. მეტი ლიპიდები

ქარი, სიცივე, ცენტრალური გათბობა, ქალაქის სმოგი – ამ ყველაფრის გამო კანი ცხიმით კარგად უნდა მოამარაგოთ. ანუ არ შემოიფარგლოთ წყალზე დამზადებული მსუბუქი კრემებით და გელებით.ემულსიის და ზეთის ტექსტურები კანს აუცილებელ დაცვას ანიჭებს. დამკვიდრებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ ეს ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვისაც მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტია კანის ზედაპირზე ლიპიდები, მით ნაკლებად გამოიმუშავებს მათ თავად კანი.

3. SPF – მხოლოდ მზიანი დღეებისთვის და ცხელი ქვეყნებისთვის არის საჭირო

ნაკლებად მზიან ამინდში ზამთრის პერიოდში არ არის აუცილებელი ყოველდღიურად ულტრაიისფერი ფილტრების შემცველი კოსმეტიკის გამოყენება. განსაკუთრებით თუ ქუჩაში ცოტა დროს ატარებთ. თანაც ზოგიერთმა ასეთმა ფილტრმა შესაძლოა თავად გამოიწვიოს კანის ფოტომგრძნობელობის და უბრალოდ მგრძნობელობის გაზრდა. ის, თუ რამდენად სწრაფად და ღრმად აღწევენ ულტრაიისფერი სხივები კანში და ახერხებენ თუ არა უჯრედული მემბრანების და კანის უჯრედების დაზიანებას ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო სწორი იქნება კანის უჯრედები ამ დაზიანებისგან სპეციალური კომპონენტებით დაიცვათ და არა მზისგან, როგორც ასეთისგან. ამისათვის საჭიროა კარგად შეისწავლოთ კოსმეტიკა რომელსაც ყიდულობთ. მეტი ინფორმაცია მიიღეთ ინგრედიენტების შესახებ და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთეთ.

4. გააკეთეთ ის, რაც ზაფხულში არ შეიძლება
მზიან პერიოდებში არ არის რეკომენდირებული პილინგები და გამაღიავებელი კოსმეტიკის ხშირად გამოყენება. ზამთარში კი შეგიძლიათ ამ  საშუალებებს თამამად მიმართოთ. თუ არასასურველი პიგმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავთ, ზამთარი შესაფერისი დროა. პიგმენტის სინთეზის დათრგუნვა ამ პერიოდში კანს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანების რისკის ქვეშ აღარ აყენებს განსხვავებით ზაფხულის პერიოდისაგან, როცა მზის აქტიურობა მაღალია. იგივე ეხება პილინგებსაც, რომლებიც დროებით კანის გათხელებას იწვევენ და ამიტომაც პილინგის კეთებისას კაკაშა მზეზე მოხვედრა არ ღირს.

5. გაამდიდრეთ თქვენი კრემი

სეზონის ცვალებადობასთან ერთად კანის ტიპი შეიძლება სხვადასხვა მხარეს გადაიხაროს: მაგალითად ნორმალური კანი შეიძლება გამოშრეს ან უფრო მგრძნობიარე გახდეს. ყველაზე ხშირად კომბინირებული კანი უფრო ნორმალურ კანს უახლოვდება. ნორმალური კანი კი გამომშრალ ზონებს იძენს. მნიშვნელოვანია პირველივე სიმპტომების გაჩენისას კანი იმით მოამარაგოთ, რაც არ ყოფნის: დამატებითი დატენიანება, კვება, დაცვა, სისხლძარღვების გამაგრება. ამასთან, თუ უკვე გაქვთ საყვარელი კრემი და არ გინდათ გამოცვალოთ, შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი შრატი ან ზეთი დაამატოთ სასურველი ეფექტით.

ართროზის სეზონი. როგორ ავიცილოთ თავიდან გამწვავება

გვიანი შემოდგომა და ზამთრის დასაწყისი ტრადიციულად ართროზის გამწვავებების პერიოდია. სახსრების დაავადებას განსაკუთრებით არ უხდება ნესტიანი და ქარიანი ამინდი
ართროზის მთავარი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რის გამოც სახსრები დროზე ადრე “ცვდება“. ვინაიდან ეს დაავადებები ქრონიკულია, შედარებით მსუბუქ პერიოდებს გაუარესების პერიოდები ცვლის. და რაც უფრო ხშირია მძიმე პერიოდები მით უფრო სწრაფად პროგრესირებს ართროზი. ამიტომაც კარგი იქნება პროფილაქტიკას მიმართოთ და საქმე გამწვავებამდე არ მიიყვანოთ.

 

ავადმყოფებს შემოდგომაზე ითვლიან

ექიმ–რევმატოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამინდის გაუარესების პარალელურად მათთან პაციენტების რაოდენობა იმატებს. თავად ავადმყოფებსაც საკუთარი მდგომარეობის მიხედვით ადვილად შეუძლიათ ამინდის ცვილების წინასწარმეტყველება. რატომ მწვავდება სახსრების დაავადებები აციებისთანავე?

ამის მიზეზი მინიმუმ სამია:

პირველი მიზეზი გადაციებაა. სიცივე კუნთების და შესაბამისი სახსრების რეფლექტორულ სპაზმს იწვევს. ამის გამო სისხლის ნაკადი მცირდება. შემაერთებელი ქსოვილი აღარ იკვებება და მისი დაშლა ჩქარდება. გარდა ამისა გადაციების გამო იზრდება ინფექციური დაავადეების რისკი, რომლებმაც შეიძლება სახსრების ანთება გამოიწვიოს. ამიტომაც სიცივეში ძალიან მნიშვნელოვანია ისე ჩაიცვათ, რომ ერთის მხრივ არ შეგცივდეთ, მეორეს მხრივ კი არ გაოფლიანდეთ.

გართულებების მეორე მიზეზი ტრავმებია. ყინვისას დაცემის რისკი იზრდება. მოტეხილობები, ნაღრძობი სახსრები, მენისკის დაზიანება კი მომავალში ართროზის რისკს ზრდის. უკვე არსებულ დაავადებას კი ამწვავებს. ამიტომაც თუ მოყინა, აუცილებლად შესაბამისი ფეხსაცმლით ნელა უნდა იმოძრაოთ და მაქსიმალურად მოერიდოთ დაცემას. სასურველია ყინვაში და ცუდ ამინდში საერთოდ არ გახვიდეთ სახლიდან თუ ეს შესაძლებელია.


დატვირთვა გადატვირთვის გარეშე

ეს ბოლო რჩევა არ ნიშნავს, რომ აციების გამო ართროზიანები ოთხ კედელში გამოიკეტონ და გაზაფხულს დივანზე წამოწოლილები დაელოდონ. სახსრების დაავადების სეზონური გართულებების მესამე მიზეზი ხომ სწორედ ცხოვრების უძრავი წესია, რომელიც ზამთარში ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. კუნთები, რომლებიც მოძრაობისას დატვირთვის ნაწილს საკუთარ თავზე იღებენ რეგულარული გამოყენების გარეშე სუსტდებიან, მათში სისხლის მიმოქცევა ნელდება რის გამოც შემაერთებლ ქსოვილებს საკვები ნივთიერებები აღარ ყოფნით. გარდა ამისა ცივ სეზონზე მზის მწვავე დეფიციტი, შესაბამისად კი D ვიტამინის ნაკლებობაც არის, რომელიც საყრდენ–მამოძრავებელი სისტემისთვის აუცილებელია. ასეთ შემთხევავაში მინიმალურ ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების მიკროტრავმები, შედეგად კი სახსრების ტკივილი გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში – EPP

„ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს....

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი...

"ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც...

აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

"აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები"- განაცხადა ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...

დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

"დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან...

მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,...

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული...

მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, კიევში აბრუნებენ – კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი...

“იმიჯს ნუ შეილახავთ” – ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს

"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...