სააკაშვილი კვირას ემიგრანტებს ლიეჟში ეპატიჟება

საქართველოს ექსპერზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელიც ბელგიის ქალაქ ლიეჟშია გადაღებული. ის ქართველ ემიგრანტებს ყველა ქვეყნიდან ამ ქალაქში ეპატიჟება, სადაც კვირას 17 საათზე მსოფლიო ქართველთა კრება გაიმართება. სააკაშვილი ამბობს, რომ კრება ძალიან საინტერესო იქნება და მას “ძალიან მაგარი გაგრძელება მოყვება“. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან ქართველები უკვე მიდიან ლიეში. ქართველების შეკრება ლიეჟის კონგრესთა სასახლეში გაიმართება. “ერთი სული მაქვს ყველა ერთად როდის ვიქნებით“– მიმართავს სააკაშვილი მხარდამჭერებს.