მუსიკალური ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტრიუმფით დაბრუნდება. სიგუა ამბობს, რომ სააკაშვილს უშეცდომო ადამიანად არ მიიჩნებს და უშეცდომო არავინ არის.
“თუ იქნება გასაკრიტიკებელი, გავაკრიტიკებ. მერწმუნეთ, საქართველოში რომ დაბრუნდება, დაბრუნდება ტრიუმფით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია – “ერთად სახლში”, რომელიც აერთიანებს ემიგრანტებს. ეს არიან ემიგრანტები, რომლებიც არ იყიდებიან – ამ ემიგრანტებს ივანიშვილმა გამოუგზავნა სათვალთვალოდ სუს-ის თანამშრომლები, ზონდერები”, განაცხადა სიგუამ გადაცემა “რეაქციაში”.