შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა, რომლებმაც უწყების ცნობით, 8 თებერვალს თბილისში გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მოქალაქეს მანქანის ოთხივე საბურავი მოპარეს და ადგილიდან მიიმალნენ.
უწყების ცნობით, “გამოკითხვისას დაკავებულებმა ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს – 13 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”.