სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ(ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული, ღია პოზიცია არ დააფიქსირა. რაც შეეხება კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვას, ზურაბიშვილმა განაცხადა: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.