სალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

„ქრისტე აღდგა! მინდა ყველას, სრულიად საქართველოს, ყველას, თითო ოჯახში მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარულის, ბედნიერების და მინდა, რომ ყველა ოჯახში იყოს სიხარული,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და ყველა მოქალაქეს ბედნიერება უსურვა.