სანდრას შიშით უცებ გამსახურდიაც კი შეიყვარა– სააკაშვილი ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობაზე

სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება და ვიდეოს ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს რომ ივანიშვილი მოსახლეობისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ ჯიბიდან ხელსახოცს იღებს .
“სანდრას შიშით უცებ გამსახურდიაც კი შეიყვარა ამ ობერაფერისტმა,ოღონდ ხალხის მიმართ ზიზღს მაინც ვერ მალავს“– წერს სააკაშვილი .