საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

{{ARTICLEIMAGE}}
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თეა წულუკიანი პროკურორმა ნანა ხუნჯუამ შცვალა. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლით დაიკავა. ნანა ხუნჯუას საპროკურორო თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა იუსტიციის მინისტრმა. საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებით კი, გუნდში არსებული დაპირისპირების ფონზე, ის საბჭოში პოსტს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. საბჭოს კიდევ ერთი წევრი, საპარლამენტო უმცირესობიდან ოთარ კახიძე კი თვლის, რომ საპროკურორო საბჭო ფორმარული უწყებაა, რომელიც პროკურატურის დამოუკიდებლობის იმიტაციისთვის შეიქმნა.

“საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან. მე მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს, საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ხუთწლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე, ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით ბოლო საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ისე, როგორც ეს მიგვითითა კანონმა და კონსტიტუციამ ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი”, განაცხადა წულუკიანმა.