შეხვდება თუ არა ბესელია ივანიშვილს

{{ARTICLEIMAGE}}
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მხოლოდ “საჭიროების შემთხვევაში” აპირებს.

სწორედ ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ბესელიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეკა ბესელია განაცხადა, რომ მოსამართლეების საკითხი საერთო ხედვის ნაწილი გახდა და უკვე მეორეხარისხოვანია, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ეთანხმებოდა სიას. დაანონსების მიუხედავად, ბესელიას მწვავე შეფასებები არ გაუკეთებია და აქცენტი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით “მიღწეულ შედეგზე” გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება იმ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც არსებულ სიას მისცემს ხმას.

“ჯანსაღი, კარგი პროცესი – მივესალმები, რომ საერთო ხედვის ნაწილი გახდა – მეორეხარისხოვანია ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა და ვინ ვის რას დააბრალებს. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ეს სია შეჩერდა. ვერ მოხდება ამ სიის მიღება. მთავარია, ახლა შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნებიან წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს”,განაცხადა ბესელიამ.