შეხვედრა სკვერში – ბესელიას ყოფილი მოადგილე ზარდიაშვილი სკანდალურ მოსამართლეებს ესაუბრა

{{ARTICLEIMAGE}}
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში შეხვდა.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე და ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე ესწრებოდნენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ეს იყო დაუგეგმავი შეხვედრა მეგობრებთან და მოსამართლეთა სია არ განუხილავთ.

“შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს. ქაშვეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო – ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო – თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ხალხი არ საუბრობს ხო?,”-განაცხადა ” “რუსთავი 2” – თან სატელეფონო საუბრისას ზარდიაშვილმა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა.