{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებობს “სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობა”. საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ სიტყვის თავისუფლება კი არის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს უფლებათაგან ერთ-ერთი, მაგრამ ხშირად, სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენ:
“დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათუსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივმოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერსიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომმსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ დასხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაცძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორცდადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არისსიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი”,წერია საშობაო ეპისტოლეში.
“ცილისწამება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება”, – ასეთი კომენტარი კი საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
სიტყვის თავისუფლების თემას საახალწლო მილოცვაში საქართველოს პრეზიდენტიც შეეხო. “უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან”. ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე დასაფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას”, თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ჯერ კიდევ 2016 წელს, სალომე ზურაბიშვილის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია კანონში ცილისწამების შესახებ მუხლის აღდგენის ინიციატივით გამოდიოდა. მაშინ ის, როგორც ადვოკატი, აცხადებდა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელი, თავისუფლების აღკვეთით ან ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა დასჯილიყო.
თუმცა დიმიტრი გაბუნია არ იყო და არის ერთადერთი, ადვოკატთა დიდი გუნდიდან, ვინც იმის გამო ჩიოდა, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, ისინი ვერ ახერხებდნენ თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვას. გასულ წელსაც არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცილისწამების დასჯადობას სწორედ იურისტები/ადვოკატები ლობირებდნენ.
მაგალითად, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია იყო ერთ-ერთი, ვინც 2016 წელს პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გამხდარიყო და ამისთვის ადამიანები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან იმავე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი დაესაჯათ.
იყო ინიციატივები პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც – მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სოსო მანჯავიძე ჯერ კიდევ 2015 წელს აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა პარლამენტს მიეღო კანონი ცილისწამების შესახებ”, წერია რადიო თავისუფლების სტატიაში.
“თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი”, ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი.
არსებული კანონმდებლობით ცილისწამებას არეგულირებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რომელიც ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, და რომ ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს.