შაბათის კურიერის ინფორმაციით ბიზნესმენი, ვინც მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მუქარის წერილი მიუტანა მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. გიორგი გახარია თბილისში ამაღლების თორმეტ ნომერში მეორე სადარბაზოში ცხოვრობს. ბადრი ჯაფარიძე კი პირველ სადარბაზოში. ისინი მეობლები არიან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდათ. კურიერის ინფორმაციით მათ ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ გახარიას წერილი ხაზარაძეს სწორედ ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა. თუმცა უცნობია, სად გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს ეს წერილი. არსებობს ორი ვერსია – შს მინისტრის კაბინეტი და კორპუსის საერთო ავტოფარეხი .
მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით შუამავლის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიების შემდეგ ეტაპზე ის ოფიციალურად დაასახელოს. ჯერჯერობით გახარიას წერილი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რათა დადგინდეს, არის თუ არა მასზე შინაგან საქმეთა მინისტრის თითის ანაბეჭდები.















