სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება, რის შესახებაც უკვე ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ბაზრიდან ამოღებაც მოხდა. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს – სააგენტოს ცნობით ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. სულ გამოკვლეულია 1176 ნიმუში, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 23-ში გამოვლინდა.