TASS: მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ არმიის “დისკრედიტაციის” მუხლით მოკვლევა დაიწყო. ის გერმანიაში სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა

მსახიობ ლეა ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით დაიწყო, იუწყება რუსული სახელმწიფო  სააგენტო TASS სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, შემოწმება განპირობებულია იმით, რომ ლია ახეჯაკოვა მანამდე გერმანიაში სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა. ივლისის ბოლოს ლია ახეჯაკოვამ ბრემენში ითამაშა სპექტაკლში “ჩემი შვილიშვილი ბენიამინი”. სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა. მაყურებელი მიესალმა მსახიობის ამ საქციელს და ისმოდა შეძახილები “მადლობა!”.

სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ახეჯაკოვას ბრემენის სცენაზე უკრაინის დროშით გამოჩენის ამსახველი ფოტოები და ვიდეო. ამის შემდეგ, ვიტალი ბოროდინმა, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა, სთხოვა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს, შეემოწმებინა 85 წლის მსახიობი რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხით და ასევე მოუწოდა, მას ყველა ტიტული და ჯილდო ჩამოერთვას.

მანამდე ბოროდინმა ლია ახჯაკოვას წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა ღალატის მუხლით. ვიტალი ბოროდინი რეგულარულად წერს  იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ის რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებად თვლის. ასე რომ, მან მოითხოვა, რომ გენერალურ პროკურატურას შეემოწმებინა მსახიობი დანილ კოზლოვსკი ჯარის „დისკრედიტაციის“ მუხლით. მან ასევე მოითხოვა მომღერალ ალა პუგაჩოვას შემოწმება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებისთვის. რუსულ თეატრებში ლია ახეჯაკოვა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამჟამად არ თამაშობს. ომის დაწყებიდან, მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი  რეპერტუარიდან ამოიღეს. აპრილში ერთა თეატრმა გააუქმა “უკანასკნელი ანგელოზის ზღაპარის” ორი სპექტაკლი, რომელშიც ლია ახეჯაკოვა თამაშობდა. იმ დროს ეს მისი მონაწილეობით რუსეთში დარჩენილი ბოლო სპექტაკლი იყო.

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით – სავალუტო ფონდი

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...