Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები შსს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორები გაეროს ოფისში შსს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე,  პრაიდის დაგეგმილ კვირეულზე და უსაფრთხოდ ჩატარებაზე ისაუბრეს. აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა თქვა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს უსაფრთხოების კუთხით.

“ცხადია, პრაიდის უსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს უსაფრთხოების ნაბიჯებთან დაკავშირებით”. – თქვა თაბაგარმა.

ცნობისთვის, 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება.