თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დღეს ფუძნდება. „კანონი და სამართალი“ -ეს არის ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელი. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში იმართება. ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები შეკრებას მალე დაიწყებენ.
„კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე. თაკო ჩარკვიანის თქმით ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ კანონი და სამართალი აკლია.
ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.














