{{ARTICLEIMAGE}}
თავდაცვის სამინისტრო 2019 წელს “სტრატეგიული მზადყოფნის პოლიტიკის” წლად აცხადებს. მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს სამინისტრიოს სტრატეგია წარადგინა და მედიის კითხვებს უპასუხა: წლის მთავარი პრიორიტეტი ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე თავდაცვის ძალების ორგანიზება იქნება. დაიწყება ავიაციის მიმართულებით შვეულმფრენების მოდერნიზება. 2019 წელს, დასავლეთ საქართველოში ჩატარდება პირველი საერთაშორისო მრავალეროვანი სწავლება “მტკიცე სული”. მინისტრის განცახდებით მსგავსი მასშტაბის სწავლება დასავლეთ საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. სწავლება მოიცავს ახალ ელემენტებს, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ლევან იზორიამ დღეს NATO-სთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და NATO-ს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი დააანონსა
დღეს მინისტრს პოსტის დატოვებასტან დაკავშირებითაც კითხეს. იზორია არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ იგი შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს. თავდაცვის მინისტრმა ასევე არ უპასუხა კითხვას, შცვლის თუ არა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია.