თელავში გოგონამ დედა დაჭრა

თელავში გოგონამ დედა დაჭრა. შვილმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, დანით მიაყენა.

შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბრალდებული გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.