თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდა

{{ARTICLEIMAGE}}2019 წლის 1 იანვრიდან თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი – უსაფრთხოების გადასახადი ამოქმედდა. 1.5 ევროს ოდენობის გადასახადს ტურისტებს ქვეყანაში ჩაფრენისას გადაახდევინებენ.

თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება ორჯერ მეტი თანხის – 3 ევროს დაწესებას აპირებდა, თუმცა თურქეთის ტურისტულ სააგენტოთა გაერთიანებამ გადასახადის თანხის შემცირება მოითხოვა. მათი განცხადებით, მილიონობით ტურისტმა 2019 წლისთვის თურქეთში მოგზაურობა უკვე დაგეგმა და თანხაც გადაიხადა, შესაბამისად დამატებითი გადასახადი მთლიანად ტუროპერატორებს დააწვებოდათ კისერზე, რადგან ისინი გაყიდულ ტურებზე დამატებით გადასახადს კლიენტებს ვეღარ მოსთხოვდნენ.