Tik Tok-ზე საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება – ISFED

საქართველოში ”ტიკ ტოკზე”  საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება და მათი აუდიტორიის ჩართულობის მაჩვენებელი –  ამის შესახებ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ( ISFED ) მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ”ტიკ ტოკზე”  „ალტ–ინფოს“ ქსელი საკმაოფ აქტიურია და ასევე პოლიტიკური არხებიდან ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიის მასშტაბი უფრო დიდია ვიდრე “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო.

„ფეისბუქის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა. შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.

პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა. ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა.“  – ნათქვამია ანგარიშში