Twitter-ში მასობრივი შემცირებები დაიწყო. მასკი ეკონომიას და შემოსავლის ახალი გზების მოძებნას ცდილობს

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი Twitter პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ხელში გადავიდა, კომპანიაში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. მანამდე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მასკს შესაძლოა კომპანიის თანამშრომელთა ნახევარი შეემცირებინა და მალე ყველა გაიგებდა, შეძლეს თუ არა სამუშაო ადგილის შენარჩუნება.

Twitter–ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომლითაც უთხრა, რომ პარასკევს კომპანია “მთელ მსოფლიოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირების რთულ პროცესს გაივლიდა“, და ეს აუცილებელი იყო, რათა კომპანია “განვითარების ჯანსაღ გზაზე გადავიდეს“. იმავე წერილში ნათქვამი იყო, რომ ტვიტერის ოფისები დროებით დაიხურებოდა, საშვების მოქმედება კი შეჩერდებოდა.

თანამშრომლებს უთხრეს, რომ პარასკევს, გრინვიჩის დროით 16 საათამდე კომპანიის 8 ათასი თანამშრომლიდან ყველა მიიღებდა ელექტრონულ წერილს თემაზე “თქვენი თანამდებობა Twitter–ში“, რომელშიც მათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეიტყობდნენ.

თუმცა, ზოგიერთმა საკუთარი ბედის შესახებ უფრო ადრე გაიგო, მას შემდეგ, რაც მათი კომპიუტერების ეკრანები მოულოდნელად ნაცრისფერი გახდა. ერთ–ერთი თანამშრომელი, ვინც დღემდე ტვიტერზე მუშაობდა ამბობს, რომ მთელი ინფორმაცია მის სამუშაო ლეპტოპზე უცებ განადგურდა, თუმცა არანაირი ელექტრონული წერილი არ მიუღია. შედეგად მან დაასკვნა, რომ სამსახური დაკარგა.

კომპანიის ბევრმა თანამშრომელმა Twitter–ში გამოსამშვიდობებელი მესიჯების გამოქვეყნება დაიწყო.

კომპანია არ ამბობს, როგორი იქნება თანამშრომელთა გათავისუფლების მაშტაბები, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მენეჯერები თანამშრომელთა ნახევარს შეამცირებენ.

Twitter–ის ყიდვის შემდეგ მასკის პირველი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო, რომლებთანაც სოციალური ქსელის შეძენაზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის თვითონ ჩაუდგა  სათავეში კომპანიას, რომელიც ახლა უკვე კერძო კომპანიია და მისი აქციები საფონდო ბირჟებზე აღარ იყიდება.

ოქტომბერში მასკმა Twitter 44 მილიონ დოლარად იყიდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი კაცობრიობის დახმარებაა ცივილიზებული დისკუსიებისთვის მიუკერძოებელი პლატფორმის ორგანიზებაში, სადაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანები განსხვავებულ აზრებს გაცვლიან.

გარიგების ფასი ბევრი ანალიტიკოსის აზრით ძალიან მაღალია. ამ თანხის გადახდის შესახებ მასკმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, თუმცა ივლისში გადაიფიქრა და ეს იმით ახსნა, რომ კომპანიამ მას ყალბი ანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ წარუდგინა და ზოგიერთი შეფასებით პლატფორმაზე ანგარიშების 20% შესაძლოა ყალბი იყოს. ამის შემდეგ Twitter–ის აქციების ფასი დაეცა, სოციალურმა ქსელმა კი მასკს სასამართლოში უჩივლა და პირობის შესრულება მოითხოვა. მასკმა ეს მოთხოვნა სასამართლოს დაგეგმილ სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე შეასრულა.

Twitter მუდმივად წამგებიანი კომპანიაა. არსებობის მანძილზე მან მოგებით მხოლოდ ორი წელი – 2018 და 2019 წლები დაამთავრა, 2021 წლის შედეგებით კი 411 მილიონი დოლარი დაკარგა. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა შედარებით სტაბილურია და თვეში 300 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ახლა მასკი ცდილობს Twitter–ს შემოსავლის ახალი წყაროები გამოუძებნოს და ხარჯების შემცირების გზები მოძებნოს. მასობრივი გათავისუფლებები ხელფასზე ფულის დაზოგვის ერთ–ერთი გზაა. თუმცა, მასკმა შემოსავლების ზრდის გეგმებიც დასახა.

კერძოდ, მან დაწერა, რომ აპირებს ფასიანი გახადოს ვერიფიცირებული, ანუ ლურჯ ნიშნიანი ანგარიშები. თავიდან ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ ასეთი ანგარიშის ფასი შეიძლება თვეში 20 დოლარი იყოს, თუმცა ამ განზრახვას ქსელის მომხმარებლების მასობრივი კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის მწერალ სტივენ კინგის მხრიდან, რომელმაც დაწერა რომ არ ჭირდებოდა “ლურჯი ნიშანი“ მის ანგარიშზე და არ აპირებდა ამაში 20 დოლარის გადახდას. მასკმა მას იქვე უპასუხა, რომ მათ ხარჯების დასაფარად შემოსავლები ჭირდებათ და მხოლოდ რაკლამის დამკვეთების იმედზე ვერ იქნებიან. “8 დოლარზე რას იტყვით?“– იკითხა მან და შეეცადა სხვა ლოგიკითაც გაემყარებინა ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ბოტების და ტროლების დასამარცხებლად.

რა რისკები არსებობს მასკის მიერ ტვიტერის რეფორმირების პროცესში:

ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ორი მთავარი პრობლემა კომპანიის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება თავად იმ ტექნოლოგიებს ემუქრება, რომლებიც ტვიტერის მუშაობას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ქსელი, როგორც ტექნოლოგიური პროდუქტი სინამდვილეში კარგად არის აგებული და ძალიან საიმედოა, რაც შესაძლოა სწორედ გათავისუფლებული თანამშრომლების დამსახურება იყოს.

მეორე: თანამშრომელთა რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ქსელის მიმართ ნდობა შეარყიოს – როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების მხრიდან. სოციალური ქსელები კი თითქმის მთლიანად ნდობას ეფუძნება, ისევე, როგორც დეველოპერების საქმიანობა, განსაკუთრებით კონკურენტულ შრომის ბაზრებზე.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება მასკის გადაწყვეტილებები კომპანიის მუშაობაზე. მასკი ცნობილია, როგორც მენეჯერი, რომელიც თანამშრომლების მიმართ დაუნდობელ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამერიკული მედია წერს, რომ ტვიტერის ზოგიერთ თანამშრომელს უკვე უწევს ჩვეულებრივზე მეტი დროით მუშაობა, რათა ახალი მფლობელის მოლოდინები გაამართლოს.

თავად მასკმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები სამუშაო ეთიკის მიმართ “ექსტრემალური“ იქნება, თუმცა არც ისეთი მაღალი, როგორსაც საკუთარ თავს უყენებს.

 

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...