უცხოელი ლიდერები საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

{{ARTICLEIMAGE}}
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი დიდი დიღმის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს ამერიკის საელჩომ, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იტალიის საელჩომ საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიუსამძიმრა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის გამო. საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. “ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ხალხს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს და უსურვა სიძლიერე და მოთმინება, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება”, წერია საელჩოს ინფორმაციაში.

ადამიანი, რომელიც გუშინდელ აფეთქებას ბეწვზე გადაურჩა

ტრაგედია დიდ დიღომში: რა ვიცით ამ დროისთვის


დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო