უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია “ტვიტერიდან” დააფიქსირა

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საუბრობს. პრეზიდენტის განცხადება იდენტურია იმ შეფასებისა, რომელიც ზურაბიშვილმა 13 იანვარს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა.

“ბუნებრივია, ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდისგან, უკრაინისთვის მილოცვა მარტივი იქნებოდა, თუმცა მე, როგორც პრეზიდენტს, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. თუ ჩვენი საპატრიარქო, გარკვეული შედეგების გათვალისწინებით, სიფრთხილეს იჩენს, მე არ შემიძლია, გავამძაფრო სიტუაცია”,წერია პრეზიდენტის “ტვიტერის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.