ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტი გამოვლინდება

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხვალ, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო გაუძღვებიან.

2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.