Washington Post:დასავლეთის ქვეყნები პარტიზანული ომის და დევნილი მთავრობის სცენარისთვის ემზადებიან

უკრაინამ რუსეთის არმიას ბევრად უფრო ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია, ვიდრერ დასავლეთში ელოდნენ, თუმცა ომი სულ რამდენიმე დღეა გრძელდება, რუსეთის არმია კი უკრაინულზე ბევრად დიდია. თუ რუსეთი მაინც მოახერხებს უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვას, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და სხვა უწყებები ემზადებიან პრეზიდენტ ზელენსკის პოლონეთში ევაკუაციისთვის, საიდანაც მისი დევნილი მთავრობა პარტიზანულ ომს უხელმძღვანელებს – წერს ამერიკული გამოცემა Washington Post.

რუსული პროპაგანდის მრავალჯერადი ცრუ მტკიცებების მიუხედავად, ზელენსკი კიევში რჩება. Washington Post უკრაინულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის დაცვას მისი ევაკუაციის გეგმა აქვს, თუმცა ის ჯერჯერობით დედაქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს.

ამასთან, ევროპის ქვენები თანდათანობით ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ ზელენსკის მთავრობა უკრაინის ერთადერთ კანონიერ მთავრობად აღიარონ, თუნდაც მან ქვეყნის ტერიტორიის კონტროლი ვეღარ შეძლოს. რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ რეზოლუცია ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო, რაც ამისათვის ერთ–ერთი საფუძველი გახდება.

ამასთან, გაზეთის წაროები დაბეჯითებით საუბრობენ იმაზე, რომ პარტიზანული ომი უკრაინაში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლოა არაერთი წელიც კი.