Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka – რუსეთს ეს ბრენდებიც ტოვებენ

ესპანურმა კომპანია Inditex–მა, რომელსაც პოპულარული ბრენდების მაღაწიების ქსელები –Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka ეკუთვნის, რუსეთში 502 მაღაზიის მუშაობა გააჩერა.

შექმნილ ვითარებაწი კომპანიას არ აქვს რუსეთში ოპერაციების უწყვეტობის, გარდა ამისა, კომპანიისთვის რუსეთში ინვესტირებული თანხა ფინანსურად მნიშვნელოვანი არ არის–ნათქვამია Inditex–ის გაგნცხადებაში.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ გეგმავს სპეციალური გეგმის შემუშავებას რუსი თანამშრომლების მხარდასაჭერად, რომელთა რაოდენობა 9 ათასს შეადგენს.

რუსეთში ამ კომპანიის ყველაზე პოპულარული ბრენდი Zara იყო, რომლის მაღაზიების ქსელის სუფთა მოგებამ 2020 წელს დსთ–ს სივრცეში  2.3 მილიარდი რუბლი შეადგინა.

რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ უკვე განაცხადეს პოპულარულმა რითეილერებმა: Marks & Spencer, Mango, H&M.