{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 8 იანვარს მოხდა. ამავე წყაროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია: “გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დედას – 1953 წელს დაბადებულ გულნარა ბადრიშვილს”.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, გულმკერდის არეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რა გახდა დედასა და შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.